რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა






რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები, აქტივისტები და მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით 15:00 საათზე შეიკრიბნენ.

აქციის შეუერთდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები რეგიონებიდანაც.

აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციებს მომდევნო დღეებშიც აანონსებენ.