HRC ელგუჯა ცომაიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესს დააკვირდება






18 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) თბილისის საქალაქო სასამართლოში ელგუჯა ცომაიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესს დააკვირდება - ინფორმაციას ორგანიზაციაში ავრცელებენ.

ელგუჯა ცომაია 4 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

"2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სწორედ ცომაიას ბინაში დააკავეს. ელგუჯა ცომაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც გულისხმობს მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე",- ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცავ ორგანოში ცომაიას ინტერესებს ადვოკატები - ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი დაიცავენ.