მწერლების პროტესტი გრძელდება - “თავისუფალი ლიტერა” ამ სახელწოდების ქვეშ რეჟიმის წინააღმდეგ დარაზმული მწერლები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან






მწერლების პროტესტი გრძელდება. “თავისუფალი ლიტერა” - ამ სახელწოდების ქვეშ რეჟიმის წინააღმდეგ დარაზმული მწერლები კიდევ ერთხელ ერთიანდებიან და აპირებენ, რომ ალტერნატიული "ლიტერას" კონკურსი წლის ბოლომდე გამართონ.

„ლიტერას“ მხარდამჭერი ერთჯერადი კონკურსის შექმნის მიზანია, მიმდინარე ცენზურის მცდელობით დაზარალებული სამწერლო პროცესის გაძლიერება.

ამ პროექტის განხორციელებით გავაძლიერებთ იმ აზრს, რომ ცენზურისადმი დაუმორჩილებლობას და დემოკრატიული პროცესების დაცვას აქვს აზრი",- წერია მწერლების განცხადებაში.