მას არ გააჩნია ტელევიზორი საკანში - დიმიტრი საძაგლიშვილი სააკაშვილზე






მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მას საკანში ტელევიზორით სარგებლობის საშუალება ამ დრომდე არ ეძლევა.

"მას არ გააჩნია ტელევიზორი, სხვათა შორის ეს არის ძალიან საინტერესო საკითხი, მას უთხრეს, რომ საწყობში არაა ტელევიზორი და ამიტომ შეყოვნდა თურმე მისთვის საკანში ტელევიზორის დადგმა. მოგეხსენებათ, მსჯავრდებულს უფლება აქვს საკანში ჰქონდეს ტელევიზორი, მაგრამ ასეთი ტექნიკური, წვრილმანი ხერხებით ცდილობენ შეაფერხონ და მას არ ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.