ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ცოტა ხნის წინ - სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ( ფოტო )






ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში.

ქუთაისისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე არსებულ წრიულზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალება მცირედით დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან, რომლებიც მომხდარის მიზეზებს სწავლობენ.