ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოშია






ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაცია საქართველოშია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდნენ. მათ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წარმომადგენლები პლენარულ სხდომას გამართავენ და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს დეტალურად გაეცნობიან.