მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა - ბექა ბასილაია






საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ამოცანაა, შიმშილობით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია. ბასიალაიამ ამ თემაზე მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"მიშას პრინციპული პოზიციაა შიმშილობა და ეს პრინციპული პოზიცია მომდინარეობს იმ უსამართლობასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რაშიც მიხეილ სააკაშვილი და მთელი ქართული დემოკრატიული საზოგადოება არის შესული. მიშას ამოცანაა, რომ პროტესტის ამ მშვიდობიანი, თუმცა ძალიან მკაფიო და რთული ფორმით უპასუხოს იმ უსამართლობას, რაც დღეს საქართველოშია", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.