კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა გენერალურ პროკურატურას მიმართავს






კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა გენერალურ პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას ითხოვს.

გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის მამა ამბობს, რომ მას აქვს არაერთი მტკიცებულება, რომელიც სამედიცინო პერსონალის მხრიდან გულგრილობასა და დაგვიანებულ რეაგირებაზე მიუთითებს.
საუბარია, აუდიო და ვიდეო ჩანაწერებზე რომელსაც გარდაცვლილი საავადმყოფოდან ოჯახს თავად უგზავნიდა.

გაიოზ ჩარკვიანს აქვს ეჭვი, რომ მის შვილს შესაძლოა კორონავირუსი საერთოდ არ ჰქონდა.

შოთაძის უწყებას გარდაცვლილის მამამ საჩივრით დღეს მიმართა. ოჯახის ინტერესებს რამდენი ადვოკატისგან შემდგარი ჯგუფი ერთობლივად იცავს.

20 წლის ვახტანგ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 1 თვიან მკურნალობის კურსს გადიოდა, 10 სექტემბერს კი ახალგაზრდა ფეხბურთელი გარდაიცვალა.