მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა






პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი თქვა. ამ თემაზე მან ჟურნალისტებთან მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პატრიარქთან თხოვნა დააბარა, დაუბრუნონ სამკერდე ჯვარი.