ნახეთ ვის გადაეცა 2021 წლის ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია






ნობელის პრემია 2021 ლიტერატურის დარგში ტანზანიელ მწერალს - აბდულრაზაკ გურნას გადაეცა. ის პირველი ფერადკანინი აფრიკელი ავტორია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა1986 წელს ვულე სოიინკას შემდეგ:

"მისი უკომპრომისობისა და თანაგრძნობისთვის კოლონიალიზმის შედეგებზე, განსხვავებულ კულტურებსა და კონტინენტებს შორის წარმოქმნილ უფსკრულში აღმოჩენილი ლტოლვილების ბედზე", - წერია ნობელის პრემიის ვებგვერდზე.

73 წლის მწერალი 10 რომანის ავტორია, მათ შორის "სამოთხე" რომელიც 1994 წელს გამოქვეყნდა და იმ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც ტანზანიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში გაიზარდა. წიგნმა ბუკერის პრემია მოიპოვა, რაც ავტორისთვის, როგორც რომანისტისთვის დიდი წარმატება იყო.

"აბდულრაზაკ გურნას ერთგულება სიმართლისადმი და მისი ზიზღი გამარტივებისადმი გასაოცარია", - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.