ენმ-დან წამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს პირველად ხვდება დეპუტატი სალომე სამადაშვილი






ენმ-დან წამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს პირველად ხვდება დეპუტატი სალომე სამადაშვილი. ის რუსთავის მე-12 ციხეშია. როგორც შესვლამდე სამადაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

"სააკაშვილის პატიმრობა არ არის არც მისი კერძო საკითხი და არ ეხება არც მხოლოდ ენმ-ს. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოწვევა, რომლის წინაშეც დადგა ჩვენი ქვეყანა" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერის დღევანდელ განცხადებებს, სამადაშვილის შეფასებით, უზნეობაა ის ტონი, რომლითაც პატიმრის მისამართით ღარიბაშვილი საუბრობს.