❗️ ძლიერი აფეთქება სამლოცველოში - გარდაცვლილია 16 მომლოცველი






ძლიერი აფეთქება სამლოცველოში - დაღუპულია სულ მცირე 16 ადამიანი, დაშავდა - 32. შემთხვევა ავღანეთში, ქალაქ ყანდაარში მოხდა.

მეჩეთის შიგნით გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ ჩამსხვრეულია ფანჯრები, მომლოცველები კი ერთმანეთის დახმარებას ცდილობენ.

აფეთქების მიზეზეი ჯერ უცნობია, თუმცა ეჭვი თვითმკვლელ ტერორისტზე აქვთ.

ერთ-ერთმა მოწმემ AFP-ს უთხრა, რომ მან სამი აფეთქების ხმა გაიგო. მეჩეთი აფეთქების დროს სავსე იყო ხალხით და შემთხვევის ადგილზე 15 სასწრაფო დახმარების მანქანა იყო მობილიზებული.

სავარაუდოდ თავდასხმის უკან IS-K, ისლამური სახელმწიფოს ჯგუფის ადგილობრივი ფილიალი დგას.