ტრაგედიად ქცეული ბედნიერება - ქორწილში მომხდარ ავარიას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა






ტრაგედიად ქცეული ქორწილი - გორთან მომხდარ ავარიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქორწილის კორტეჟს შეემთხვა, კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოფიციალური ინფორმაციით, გარდაცვლილი გიორგი მურადაშვილია, რომელიც გორმედის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა, ოჯახის გადაწყვეტილებით ის თბილისში, კლინიკა ჯერარსში გადაიყვანეს. ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.

ფოტო: არქივი