სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ - განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს






განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლაზე კორონავირუსის გავრცელების გამო 108 სკოლა, 687 კლასი გადავიდა.

"განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობა, სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში", -წერია უწყების განცხადებაში.