მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ შიმშილობის ფორმად მიჩნეულია სრული შიმშილობა - ომბუდსმენის მოადგილემ ინფორმაცია პენიტეციურში გადაამოწმა






სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის ინფორმაციით, პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის სტატუსი არ შეუცვლია და მის ფორმად მითითებულია სრული შიმშილობა.

"ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორც იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციამდე, ისე მის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ შიმშილობის ფორმად მიჩნეულია სრული შიმშილობის ფორმა, არაფერი ცვლილება ამ კუთხით არ არის განხორციელებული პენიტენციური სამსახურის მიერ. უშუალოდ სამედიცინო დეპარტამენტისა და პენიტენციური სამსახურის მიერ სხვა შეფასება კეთდება, სხვა შეფასება მოვისმინეთ პოლიტიკოსების მხრიდან. კადრები, რომლებიც ვრცელდება, გადაღებულია ნომერ მე-12 დაწესებულების სამედიცინო ოთახში. ეს არის ექიმის ოთახი, იმ ოთახში ჩვეულებრივად მიმდინარეობს სამედიცინო მანიპულაციები", - ამბობს ბურჯანაძე.