დრამატული არაფერი არ ხდება, ცოტა სისუსტე მაქვს, გამოსავალი მარტივია, გადაიყვანონ სააკაშვილი კლინიკაში - ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს






ელენე ხოშტარია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია.

წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს.

გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია.

პულსიც ოდნავ დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებში.

დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ

ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე.

გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში - წერს ხოშტარია