ხოშტარია სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს - ''დროას'' ლიდერი, რომელიც პარლამენტში შიმშილობს, ცუდად გახდა






ელენე ხოშტარია უკვე მე-5 დღეა პარლამენტში ერთი მოთხოვნით შიმშილობს, რომ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. დღეს კი ხოშტარია ცუდად გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ექიმების თქმით საჭირო და აუცილებელია, რომ გაკეთდეს გადასხმა და დაიწყოს მკურნალობა მედიკამენტებით. ამის მიუხედავად, ხოშტარია სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს.

ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პოლიტიკოსს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.