17 წლის ბიჭის მკვლელობა - გარდაცვლილს ჭრილობა გულის არეში მიაყენეს | საზარელი მკვლელობის დეტალები






თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის დროს, 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ექიმის თქმით, ბიჭს მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, ერთ-ერთი კი გულის არეში.

"სახლში ვიყავი, თუმცა, საქმის კურსში ვარ, უცხო პირებმა მიიყვანეს ბავშვი, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა მაინც ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ექიმები-რეანიმატოლოგები ეცადნენ გულის მუშაობა აღედგინათ, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩვენმა ექიმმა მითხრა, ჭრილობა გულის არეში ჰქონდა, დანარჩენს ექსპერტიზა გაარკვევს",- განაცხადა ტურძელაძემ.