მკვლელობა სანზონაში - 17 წლის ბიჭის ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს






სანზონაში მოკლული მოზარდის ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს.

17 წლის მოზარდის ოჯახის წევრებს ჯერჯერობით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საგამოძიებო მოქმედებები ლიახვის ქუჩაზე ამდრომდე გრძელდება.

ამ დროისთვის უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი. ერთ-ერთი ვერსიით დაპირისპირება გოგოს გამო დაიწყო, თუმცა გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ რომ მას შეყვარებული არ ჰყოლია. გარდა ამისა, ისინი გამორიცხავენ, რომ კრავეიშვილს დაპირისპირება მისივე თანაუბნელებთან, სანზონელებთან მოსვლოდა. მათი ინფორმაციით, კონფლიქტში ნახალოვკელები მონაწილეობდნენ