თეონა თამაზაშვილი: ,,სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი“


თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს მიხეილ რამიშვილი საქმეს ჩამოაშოროს.

"მიზანმიმართულად ახლა ჩამოშორება უნდათ რამიშვილის ამ საქმიდან იმიტომ, რომ იმდენად უსუსურია ჩვენი პროკურატურა, მკვლელების მაგივრად ადვოკატებს ებრძვის.

მივმართავ ისევ შოთაძეს, რომ შორს მაგის სისხლიანი ხელები ამ სამართლიანი ადამიანისგან, თორემ მიიღებს იმას, რასაც ელოდება დიდი ხანია და ექავება ხელი. აქციებს რახან არ ვაანონსებ იმას არ ნიშნავს, რომ გადავიფიქრე, ან დავიღალე, ან მეშინია. ერთი უბრალოდ გაბედონ და აბსოლუტურად ყველას ჩავრთავ, რითაც აქამდე თავს ვიკავებდი სხვა შემოთავაზებებისგან. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩემი მტრის მტერი არის ჩემი მოყვარე. ყველას ჩავრთავ აბსოლუტურად. სატანისთვისაც რომ დამჭირდეს სულის მიყიდვა, მივყიდი," - განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.