სარეკლამო კამპანია - „დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“
ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ლატვიურ მარკეტინგულ კომპანია Tribe International-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 2020 წლის ივლისში, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ქართული ღვინის დეგუსტაციების ციკლი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინო გაყიდვების სფეროსა და პრესის 50-მდე წარმომადგენელს წარედგინა.
„დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდებით, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ლატვიაში 6 ივლისს დაიწყო.
სააგენტოს მხარდაჭერით, დეგუსტაციებზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 70-მდე კომპანია.
#არაოკუპაციას #რუსეთიოკუპანტია