როგორ დავამარცხოთ გაციება ერთ ღამეში


გაციება ცხვირის, ყელის, სინუსებისა და ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ვირუსული ინფექციაა. ეს ძალიან ხშირი მდგომარეობაა და ჩვეულებრივ თავისით გადის ერთ ან ორ კვირაში. თუმცა, არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომელიც ერთ ღამეში დაამარცხებს გაციებას.

1. ჩაიცვი ცივი სველი წინდა

არა, ეს ხუმრობა არ არის. შენი ამოცანაა - გააძლიერო სისხლის მიმოქცევა. ეს დააჩქარებს ტოქსინების გამოყვანას, რომლებიც შეუძლოდ ყოფნას იწვევს. ამასთანავე ხსნის შეშუპებას ცხვირ-ხახაში. მაშ ასე, იმისათვის რომაამუშაოსისხლი, ჯერ დაიორთქლე ცხელ წყალში ფეხები, შემდეგ ჩაიცვი ცივი სველი წინდა, ზემოდან შემოიხვიე ცელოფნის პარკი და დაწექი დასაძინებლად. დილით ბევრად უკეთ იქნები!

2. მიიღე ძმარი

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა დალიოთ ვაშლის ძმარი ყოველ დილით

ვაშლის ძმარი, რა თქმა უნდა, უკეთესია - არაპასტერიზებული და ორგანული. დალიეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. ბაქტერიებს არ უყვარს მჟავა, და ეს შენს ყელს ესიამოვნება. მნიშვნელოვანია: მიიღე ძმარი უშუალოდ ძილის წინ და მეტი არაფერი დალიო, რათა მჟავის მოლეკულები ყელის ზედაპირზე დარჩეს.

3. დაატენიანე ჰაერი

რამდენი humidifiers არის საჭირო ბინაში. რჩევები Humidifiers– ის გამოყენების  შესახებ

განსაკუთრებით იმ ოთახში, სადაც დაიძინებ. თუ დასატენიანებელი არ გაქვს, დაასველე პირსახოცები და გაფინე გამათბობელზე. ასევე შეგიძლიათ თავთან დაიდოთ დიდი ჯამი წყლით. მოკლედ, რაც უფრო ტენიანია ჰაერი, მით უფრო ადვილად უმკლავდება ლორწოვანი გარსი სნეულებას.

4. მოხარშე ქათმის ბულიონი

ქათმის, ბოსტნეულისა და მაკარონის სუპი | Kulinaria.ge

ხარშვის დროს ქათმის ხორცი გამოყოფს ცისტეინს - ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ბრონქების გამაფართოებელი ეფექტი და აადვილებს სუნთქვას. მიირთვი ბულიონი ისე ხშირად, როგორც შეძლებ, და რაც მეტს მიიღებ, მით უკეთესი.

5. მიიღე ბეტა-გლუკანი

Now Beta-glukani 100 mg 90 kapsula

„C“ ვიტამინის შესახებ ისედაც იცი, ამ ნივთიერებზე კი - საეჭვოა. ამ დროს საუკეთესოა, როგორც იმუნიტეტის დამხმარე საშუალება და გააჩნიათ უნარი შეამციროს მავნე ბაცილების გავრცელება.

6. მიირთვი ნიორი ზეითუნის ზეთთან ერთად

ნივრის ზეთი - Borjomi - Gastronomy

საუკუნეებით შემოწმებული მეთოდი: 3 საათში ერთხელ შეჭამე 1 კბილი ნიორი 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთთან ერთად. ზეთის როლი აქ ორმაგია: ის დაიცავს კუჭის კედლებს და გაგანთავისუფლებს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნისგან.