როგორ გავიადვილოთ გაღვიძება?


თბილი ლოგინიდან ადგომა ყველა ადამიანისთვის არასასიამოვნო და რთული მომენტია. განსაკუთრებით კი შემოდგომის ცივ, წვიმიან დღეებში კომფორტული საწოლის დათმობა თითქმის ყველას უჭირს. დილით ადრე ადგომას კი ბევრი უპირატესობა გააჩნია. ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, უფრო მობილიზებული იქნებით და თანაც დღის განმავლობაში მეტი საქმის გაკეთებას მოასწრებთ. ადამიანებს დილით ადრე ადგომა იმის გამო უჭირთ რომ გაღვიძებისას თავს მაინც დაღლილად გრძნობენ. ამასთან, მათ არ აქვთ საკმარისი მოტივაცია, რის გამოც ამ კომფორტულ მდგომარეობას უნდა დააღწიონ თავი.

რა უნდა გააკეთოთ რომ დილით ადრე ადგომა გაგიადვილდეთ?

1.ლანჩის დროს გაისეირნეთ

fmabkhazia.com - სეირნობა-ვარჯიშის ყველაზე მარტივი ფორმა
საერთოდ, შეეცადეთ გარეთ მეტი დრო გაატაროთ. ეს საშუალებას მოგცემთ ღამით კარგად გამოიძინოთ და დილით ადრე გაღვიძება ნაკლებად მტკივნეული იქნება.

2.დილის ვარჯიშები საღამოს გააკეთეთ

რატომ საჭიროა რეგულარული ვარჯიში? – მიზეზები | FITNI.GE
განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში. საღამოს ვარჯიშებიც საკმაოდ ეფექტურია.

3.არ უყუროთ ტელევიზორს საღამოს 8 საათის შემდეგ

რა გავლენას ახდენს ტელევიზორის ყურება და სოცქსელები მოზარდებზე | imedinews
ტელევიზორის ლურჯი ნათება თრგუნავს მელატონინის წარმოებას და დაძინება გაგიჭირდებათ.

4.აანთეთ არომატული სანთლები დაძინებამდე

December | 2013 | nushkii
ისინი დამამშვიდებელ ეთერზეთებს შეიცავენ, რომლებიც სწრაფად ჩაძინებაში და კარგად გამოძინებაში დაგეხმარებათ.

5.საკუთარ თავს გემრიელ საუზმეს დაპირდით

როგორ მოქმედებს საუზმე ადამიანის განწყობაზე - ეტალონი
ნუ შეჭამთ დაწოლის წინ. გაიღვიძეთ ადრეთ და გემრიელად ისაუზმეთ. ასე დილით უფრო მადიანად შეექცევით საჭმელს და დილის საუზმეც უფრო სასიამოვნო რიტუალი გახდება.

6.როგორც კი ძილი მოგერევათ, დაწექით

ჯანსაღი ძილი – ჯანმრთელობის აუცილებელი პირობა - ავერსი
არა უშავს, თუ 8-ზე ან 9-ზე მოგინდათ დაძინება. დამატებით რამდენიმე საათი ძილი ნამდვილად სასარგებლო იქნება თქვენი ორგანიზმისთვის.

7.შეეცადეთ ყოველთვის ღია გქონდეთ საძინებლის ფანჯარა

100+ Elegant Farmhouse Master Bedroom Decor Ideas - Trihouse99.info
ძილის დროს ბევრი კარბონ დიოქსიდი გამოიყოფა. ჯანსაღი ძილისთვის კი სუფთა ჰაერია საჭირო.

8.დადეთ თქვენი მაღვიძარა საწოლიდან მოშორებით

რითია საშიში ექვსსაათიანი ძილი? – თვალსაზრისი
თუ თქვენ ხმას გაიგებთ და გაგეღვიძებათ, შეგიძლიათ გვერდით ოთახშიც დადგათ.

9.გაიღვიძეთ თქვენი საყვარელი მუსიკით

Listening to Music Before Bed - Moonbow by DubsLabs
დაივიწყეთ მაღვიძარას უსიამოვნო ხმები, რომლებიც მოულოდნელად გაღვიძებთ და გული ცუდად გიხდებათ.

10.თუ სასიამოვნო საქმე გექნებათ გასაკეთებელი, ადგომა უფრო გაგიადვილდებათ

Graphic Designer Online Course | Courses for Success
ეს ყველაზე ბუნებრივი გზაა მარტივად ადრე გაღვიძებისთვის.