პრობლემები, რომლებზეც ხველა მიგვანიშნებს


ქრონიკული ხველა ერთ-ერთი ის მიზეზია, რის გამოც ადამიანები ექიმის კაბინეტს ვსტუმრობთ. ხშირად ხველების მიზეზი მარტივად გვარდება. ასეთ შემთხვევაში საქმე ეხება ალერგიას, ასთმას ან სხვა ქრონიკულ დაავადებებს.

თუმცა, გარდა ამისა, შემაწუხებელი ხველა სიცოცხლისთვის საშიშიც შეიძლება იყოს. ორ-კვირიანი ქრონიკული ხველების შემდეგ ექიმთან ვიზიტი სწორედ ამიტომაცაა რეკომენდირებული.

ყველაზე ცუდ სცენარში, ასეთმა ხველამ შეიძლება საკმაოდ საშიში დიაგნოზი დასვას. გაგაცნობთ ხუთ დაავადებას, რომელიც შეიძლება ხველას ახლდეს.

1. ყივანახველა

ემორის უნივერსიტეტის 2016 წლის კვლევის თანახმად, ეს დაავადება 1940-იანებში ვაქცინაციის შედეგად გაქრა. თუმცა დღეს, ბევრი ადამიანის წყალობით, რომლებმაც ვაქცინაზე უარი თქვეს, დაავადება ისევ თავს იჩენს. მაგალითად, 2012 წელს ამ ვირუსის მატარებელი ადამიანების 48277 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1955 წლის მერე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ყივანახველათი 2012 წელს 20 ადამიანი გარდაიცვალა. თუ თქვენს ინტენსიურ ხველებას ამოსუნთქვისას თან ახლავს შემაწუხებელი ხმა, ასევე გულისრევა ან სიცხე, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, რადგან მკურნალობის გარეშე ყივანახველა, შესაძლოა, ფილტვების ანთებაში გადაიზარდოს.

2. ფილტვის სიმსივნე

ადამიანების 65 პროცენტს, რომლებსაც ფილტვის სიმსივნე აქვთ, ახასიათებთ ქრონიკული ხველა. როგორც ჟურნალ Chest-ში გამოქვეყნებულმა კვლევა ამბობს, ხშირად მას მხოლოდ ეს სიმპტომი ახასიათებს.

3. ფილტვების ანთება

ფილტვების ანთების მთავარი სიმპტომი მშრალი ხველაა, რომელიც ღამით უფრო უარესდება. ადამიანები ხშირად თვით-მკურნალობას მიმართავენ, რაც რეალურად უფრო მეტად აუარესებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამიტომაცაა საჭირო ექიმთან ვიზიტი. პნევმონიას ასევე თან ერთვის სუნთქვის პრობლემა, გულ-მკერდის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ კი, სისხლის ხველა. ხშირად მკურნალობა ანტიბიოტიკებს ექვემდებარება, რაც გაცილებით აუმჯობესებს ჯანმრთელობას.

4. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ამ დაავადებით 7 მილიონზე მეტი ქალი იტანჯება. ეს ავადმყოფობა, ძირითადად, სუნთქვით პრობლემებთანაა დაკავშირებული. ის ორი სახისაა: ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა, ანუ მდგომარეობა, რომელიც ფილტვის სასუნთქ არხებს კეტავს.

5. ტუბერკულოზი

ტუბერკულოზს მიკობაქტერიები იწვევენ, რომლის ქონის შანსიც უფრო იზრდება ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, როგორიცაა დიაბეტი, შიდსი ან სიმსივნე. ამ შემთხვევაში, სუსტი იმუნიტეტი და აფრიკაში ან სამხრეთ ევროპაში დროის გატარება შეიძლება ტუბერკულოზის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი იყოს.