ამ პარლამენტის შეკრება დაუშვებელია,პუტინმა ივანიშვილის ხელით,თავზე დაგვამხო არჩევნები - შალვა ნათელაშვილის განცხადება


შალვა ნათელაშვილის "ლეიბორისტული პარტია" უარს ამბობს მანდატებზე და არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

რუსეთის პრეზიდენტმა,ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპამტმა პუტინმა,რუსი ოლიგარქის,ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით,თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები.შედეგები ამ კენჭისყრისა არის არალეგიტიმური,უკანონო,ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება დაუშვებელი გახლავთ,აქ არავინ არ უნდა შევიდეს,არა მარტო ოპოზიცია,არამედ თუ შერჩენიათ თავმოყვარეობა ''ქართული ოცნების'' წევრებიც.ჩვენ უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე იმ პარლამენტში,რომელიც ჩვენი ხალხის ცოდვით და უკანონობით შედგა,მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო''. - განაცხადა,შალვა ნათელაშვილმა.