ქუთაისში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია სიგარეტი


დღეს დილით ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს.

"ადგილზე, რომ მივედი, მაღაზიის შესასვლელი კარის მინები ჩამსხვრეული დამხვდა. თანხას ვერ წაიღებდნენ, რადგან ღამით ფულს არ ვტოვებ. წინასწარ რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ სიგარეტები აქვთ წაღებული," - ამბობს მაღაზიის მფლობელი "მთავართან".

ადგილზე სამართადამცველები იმყოფებოდნენ, მიმდინარეობს გამოძიება.