ბიოლოგიის რიგით 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადა დაიწყო


ბიოლოგიის რიგით 31- საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველი მოსწავლეები იასპარეზებენ.

წელს ოლიმპიადა იაპონიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მოსწავლე მიიღებს, თუმცა მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო, ქართველი მოსწავლეებისთვის ოლიმპიადის თეორიული და პრაქტიკული ტურები დისტანციურად გაიმართება.

შესარჩევი ტურები 11 აგვისტოს, თბილისის დროით 10.00 საათზე დაიწყო და 12 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

აღნიშნულ ტურებში ქართველი მოსწავლეები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდიდან ჩაერთვებიან, სადაც საგამოცდო ოთახი, IBO-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო და კომპიუტერული ტექნიკითა და სამეთვალყურეო კამერებით აღიჭურვა.

ცნობისთვის, ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში საქართველო 2011 წლიდან მონაწილეობს. ოლიმპიადის შედეგები 24 აგვისტოს, IBO- ოფიციალურ ვებგვერდზე დაიდება. - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.