სიმსუქნე და სტრესი – რა ემართება ორგანიზმს სტრესის დროს?






მსოფლიოში სიმსუქნით დაავადებულია 100 მილიონამდე ადამიანი, ხოლო საქართველოში მორბიდული სიმსუქნე აღენიშნება დაახლოებით 100 000–მდე ადამიანს.

სიმსუქნე ფსიქოსოციალური პრობლემაა და გვხვდება ყველა ასაკისა და სოციალურ ფენაში. ჭარბი წონა არაა მხოლოდ ვიზუალური, კოსმეტიკური პრობლემა, ზედმეტი კილოგრამები ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

შესაძლებელია თუ არა, ადამიანი სტრესის გამო გასუქდეს?

სტრესი პირველ რიგში ვნებს ნერვულ სისტემას, რასაც შეუძლია გარკვეული დარღვევებისა და ჰორმონული ცვლილებების გამოწვევა. სტრესი არა მხოლოდ სიმსუქნის, არამედ უამრავი დაავადების საწყისად ითვლებ.

როცა ადამიანს სულ შია

აღსანიშნავია, რომ თავის ტვინში მოთავსებულია როგორც შიმშილის, ისე სიმაძღრის ცენტრი. სტრესულად შესაძლებელია დაზიანდეს ერთიც და მეორეც. იმ შემთხვევაში, როცა პოსტსტრესულად ადამიანს სულ შია და ვერ გრძნობს სიმაძღრეს, ვითარდება .. ბულემია. პიროვნებას უჩნდება საკვების ჭარბად მიღების დაუძლეველი სურვილი, რასაც ვერ აკონტროლებს. დროთა განმავლობაში ეს ფაქტორი იწვევს სიმსუქნეს.

გარდა ამისა, კვება სიამოვნებაა. ხშირად, პოსტსტრესულად ადამიანისთვის საჭმელი ხდება დადებითი ემოციის წყარო და ამის გამო იღებს ჭარბ კალორიას, რასაც საბოლოოდ მივყავართ სიმსუქნემდე.

რა ემართება ორგანიზმს სტრესის დროს

რაც შეეხება ჰორმონულ ფონსსტრესის შედეგად ორგანიზმში გამოიყოფა სტრესული ჰორმონი კორტიზოლი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა ჰორმონებზე და ხელი შეუწყოს მუცლის წინა კედელზე ცხიმის დაგროვებას.