საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 18 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54852 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 39773-ია. გარდაიცვალა 18 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.