3 ყოველდღიური აქტივობა, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ






ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა რომ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება, ეს უცხო არავისთვისაა, თუმცა სხვადასხვა ჰობი თუ ყოველდღიური მარტივი აქტივობაც არანაკლებ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

გთავაზობთ 3 აქტივობას, რომლებიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

1. ქსოვა და ქარგვა

Knitting Pattern for Modern Cubist Baskets - Easy basket trio is a quick  knit in bulky yarn. Finished measurements:… | Knit basket, Creative knitting,  Loom knitting

სიას იმ აქტივობით დავიწყებთ, რომლის წაკითხვაზეც, ალბათ, დაეჭვებულს გაგეღიმათ, თუმცა მშვიდი, განმეორებითი პროცესი, რომლის დროსაც რაღაც იდეას ხორცს ასხამთ სტრესის შემცირებისთვის საუკეთესო საშუალებაა. შემაწუხებელი ფიქრებისგან, დაძაბულობისგან თავის დასაღწევად უკეთეს ხერხს ვერც ინატრებთ. 2013 წელს გამოკითხვაც კი ჩაატარეს 3,500 მქსოველთან, რომლის შედეგები ამტკიცებს, რომ ქსოვა კოგნიტურ ფუნქციას აუმჯობესებსრაც უფრო მეტს ქსოვს ადამიანი, ტვინის მოქმედება მით უფრო უმჯობესდება.

2.კერძების მომზადება

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც ყველაზე გემრიელ კერძებს ამზადებენ - მზარეულების  რეიტინგი

ახალი არავისთვის არის, რომ სახლში მომზადებული კერძები ბევრად ჯანმრთელია ვიდრე რესტორანში, ან სწრაფი კვების ობიექტებში. კერძების თქვენით მომზადებისას ცხიმის და მარილის ოდენობის განსაზღვრა შეგიძლიათ და ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებსაც ნაკლებად გამოიყენებთ. კიდევ ერთი სარგებელი მომზადების პროცესის დამამშვიდებელი ეფექტია, რაც სტრესის შემცირებას უწყობს ხელს.

3.გაფერადება

როდესაც ზრდასრულები ბავშვების გასაფერადებელი წიგნებით ერთობიან • ტაბულა

ისევე, როგორც ქსოვას, გაფერადებას და ხატვას მენტალურ ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს. კვლევების თანახმად, არტ თერაპია სტრესის და შფოთვის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. ასევე კარგია დეპრესიის სამკურნალოდ, რადგან ემოციების გამოხატვის კარგი საშუალებაა.