ტრაგედიას ხაშურში სიძე-მოყვარე ემსხვერპლა - გარდაცვლილები არიან ახალგაზრდები






ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხაშურში ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა. Dianews.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის, მძღოლი ხაშურიდან ოსიაურის მიმართულებით მიდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ავტომობილში სიძე - მოყვარე იჯდა, რომლებიც ადგილზე დაიღუპნენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 8-ე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.