"ორი წუთის წინ სხვა ავარიას შევესწარით, ეს ბიჭები მიეშველნენ, რომ წავიდნენ ზუსტად რამდენიმე წუთში ეს საშინელება მოხდა" - ნახეთ ვინ არიან, ხაშურში, საზარელი ავარიის შედეგად გარდაცვლილი 24 წლის ბიჭები






ხაშურში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით,dianews.ge-სთვის დამატებითი დეტალეები ხდება ცნობილი. ჩვენი ინფორმაციით, საზარელ ავარიას 24 წლის გიორგი მეტივიშვილის და მისი სიძის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხაშურის გზაზე ჰამაკებს ყიდდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან სავარაუდოდ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. მოქალაქეები იხსენებენ, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე ხაშურში კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლებსაც დახმარება, გარდაცლილმა სიძე-მოყვარემ გაუწია.

,,როგორც გავიგე გარდაცვლილია გიორგი მეტივიშვილი, ძალიან კარგი, სიცოცხლით სავსე, მოტივირებული. მთელი სოფელი გლოვობს მშრომელი ბიჭი იყო" - ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ ოსიაურში

რაც შეეხება ერთ-ერთი თვითმხილველს, იგო ცოციალურ ქსელში წერს:


,, ზუსტად ორი წუთის წინ ერთად შხვესწარით ლომოურის ჩიხთან სხვა ავარიას ეს ბიჭები მიეშველენ და წავიდნენ ზუსტად ორ წუთში მოხდა ეს საშინელება’’ - წერს გარდაცვლილი ახალგაზრდების მეგობარი
როგორც ცნობილია,გარდაცვლილი სიძე-მოყვარე,ხაშურში,ჰამაკებს ყიდდა.
შეგახსენებთ,რომ ავარია ხაშურის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ გვიან ღამით მოხდა."

ცნობისთვის ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში წუხელ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილია სიძე-მოყვარე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 8-ე ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია