აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან


აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან ოპოზიციური პარტიების ახლაგაზრდულმა ორგანიზაციებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ცოცხალი ჯაჭვი გააბეს. ისინი ამ ფორმით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და მის ხელახალ ჩატარებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამყალბებლებს დისკომფორტს ყველგან შეუქმნიან. მათ შორის იქნებინა აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" დეპუტატებიც.

აქციის მონაწილეები ამ დორისთვის აჭარის მთავრობის სალისკენ მიდიან. მათ თან აქვთ საყვირები და საქართველოს დროშები.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური ცესკოს გადაწყვეტილებით ხვალ, 21 ნოემბერსაა ჩანიშნული. მეორე ტურში მონაწილეობას ოპოზიცია არ მიიღებს.