მეუღლე და ერთი შვილი დარჩა - ავარიას 37 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე მსხვერპლით დასრულდა. ავარიის დროს დაშავდა მამაკაცი, რომელიც "BMW"-ს მარკის ავტომობილს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.
დაშავებული მამაკაცი მალევე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ავარიას შეწირული მამაკაცი, 37 წლის შენგელი იარაჯულია, მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.