რამდენიმე წუთის წინ გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები






რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. Dianews.ge-ს ინფორმაციით, ერთმანეთს ,,Volkswagen"-ისა და ,,opel''-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებულები არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 2 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.