"ვითხოვთ ნორმალურ, ცივილიზებულ, თუნდაც - მიახლოებულ პირობებს სამართლიანი არჩევნებისთვის“ - გია ბარამიძე


ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვის თარიღი უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ შეცვლილა და აუცილებელია ახალი საარჩევნო კომისიის ფარგლებში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და ამ მიმართულებით კომპრომისი არ იქნება.

"ვითხოვთ ნორმალურ, ცივილიზებულ, თუნდაც - მიახლოებულ პირობებს სამართლიანი არჩევნებისთვის. თუ ამ მიმართულებით გადაიდგმება რეალური ნაბიჯები, როდესაც ორი მხარე შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებაშია ჩართული, ვალდებული იქნება გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები გადადგას, ოღონდ საუბარი კომპრომისზე არ იქნება,"-განაცხადა გია ბარამიძემ.