Bauhaus Bar : „ ჯერ სიახლე არ გვაქვს...“






ბარი ბაუჰაუსი დაკარგული თანამშრომლების ძებნის პროცესთან დაკავშირებით, Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით სიახლე არ აქვთ და ძებნას აგრძელებენ.

მეგობრებო, ჯერ სიახლე არ გვაქვს, ისევ ვეძებთ. აუცილებლად დავწერთ აქ, როგორც კი რამეს შევიტყობთ. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის". - წერია ბარის Facebook გვერდზე.

ბაუჰაუსის ორი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 16 აგვისტოს გავრცელდა.

შსს-ს ცნობით, 2 ახალგაზრდას გაუჩინარების შესახებ პოლიციაში შეტყობინება 15 აგვისტოს შევიდა და იმ დროიდან მათი ადგილსამყოფელის დასადგენად უწყება ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.