,,ბედნიერი დღე" ; ,,ჯანმრთელობა ტკბილებოო" ; ,,ყველაფერი მაგრად იქნება" - ნახეთ როგორ ამხნევებენ კოვიდინფიცირებულებს, გორის კოვიდ სასტუმროში (ემოციური ფოტოები)






გორის კოვიდ სასტუმრო ,,ლაქი“ დღეს კიდევ ერთმა პაციენტმა დატოვა. კორონა ვირუსის დამარცხება კი სიმბოლურად ფოიერვერკით აღნიშნეს. როგორც კოვიდ ინფიცირებული dianews.ge-სთან საუბრისას ამბობს, კოვიდ სასტუმროში ექიმის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და კოვიდ პაციენტების გამხნევებას სასტუმროს ადმინისტრაცია, ყოველდღიურად, სხვად სხვა ხერხით ცდილობდა.

,,კოვიდ19-ისთვის დამახასიათებელი ნიშნები პირველად, 16 ნოემბერს გამომივლინდა. ვირუსის დადასტურების შემდეგ კი კოვიდ სასტუმროში გადავედი. ბუნებრივია, იყო შიში, ნერვიულობა, სტრესი, ამ დროს კი ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების გვერდში დგომა და გამხნევებაა, სწორედ ეს გარემო დამხვდა კოვიდ სასტუმრო ,,ლაქი“-ში შესვლისას, სადაც თითქმის ორი კვირა გავატარე. თითქმის ყოველ დღე კვებისთვის განკუთვნილ კონტეინერებზე სხვა და სხვა ტიპის გამამხნევებელი წარწერები გვხვდებოდა. ექიმის მხრიდან იყო მუდმივი ყურადღება და შედეგად, დღეს უკვე გამოვჯანმრთელდი და დავუბრუნდი ჩვეული ცხოვრების რიტმს.“ - ამბობს ჟურნალისტი, ირმა ბუზიაშვილი.