მოიმატებს თუ არა პურის ფასი - მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტება






ბუნებრივი აირი ძვირდება - ფასის გაზრდას "თბილისი ენერჯი" 3 იანვრიდან აპირებს.

გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელზე, გამონაკლისია პურის საწარმოები.

"მე დამიკავშირდა თბილისი ენერჯის წარმომადგენელი, რომელმაც განმიცხადა, რომ საწარმოებისთვის, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი ხდება ერთი ლარი და 10 თეთრი. თუმცა დასძინა, რომ ეს ტარიფი არ შეეხებათ პურის მწარმოებლებს. რა თქმა უნდა, რომ არა სუბსიდირება, პურის მრეწველობა იდგა იმის წინაშე, რომ პურის ფასი უნდა გაზრდილიყო 20 თეთრით დაახლოებით," - განაცხადა პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ.