საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა - ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა






ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ცოტა ხნის წინ მოხდა. შედეგად მძღოლი და მგზავრი დაშავდნენ.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის “ჯეო-ჰოსპიტალსში” გადაიყვანა, მათ სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვთ დაზიანებები.

თვითმხილველები აცახდებენ, რომ "TOYOTA PRIUS"-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.

შემთხვევის ადგილზე გურჯაანის პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.