კელი დეგნანმა „მაკდონალდსის" მე-18 რესტორნის გახსნაში მონაწილეობა მიიღო






ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა - კელი დეგნანმა „მაკდონალდსის" მე-18 რესტორნის გახსნაში მიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

„ ახალი რესტორანი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შესაძლებლობებს, არა მხოლოდ რესტორანში დასაქმებულთათვის, არამედ მის მომარაგებაზე მომუშავე საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.

ამასთანავე, ბოსტნეულისა და კულინარიული საკმაზების მწარმოებლების სერტიფიცირების თანადაფინანსებით აშშ-ის მთავრობა, „მაკდონალდსთან" ერთად, მუშაობს კომპანიის ქართველი მომმარაგებლების რაოდენობის გაზრდაზე. ამ პარტნიორობის შედეგად ქართველი ფერმერები „მაკდონალდსს" ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოამარაგებენ.“ - აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.