ხატია დეკანოიძე : „ კონტრასტის უპირობო ლიდერი ხარ!“
"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში შეკრებილი გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში 8 ოლქიდან დარჩენილ 2 ოლქშიც საერთო კანდიდატებზე შეთანხმდა. ოპოზიცია საბურთალოზე ირაკლი ოქრუაშვილს დაუჭერს მხარს, დიდუბე-ჩუღურეთში კი, ზურა ჯაფარიძეს.
ხატია დეკანოიძე არჩევნებში "გირჩის" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს წარმატებას უსურვებს და პოსტს საკუთარ Facebook-ზე აქვეყნებს.
„უაღრესად პრინციპულია წარსულის განსახიერების, ვოლსკის დამარცხება დიდუბე-ჩუღურეთში..
Zurab Girchi Japaridze წარმატებები.. კონტრასტის უპირობო ლიდერი ხარ!“ - წერს დეკანოიძე.