კახა კალაძე : ვულოცავ აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს


თბილისის მერი კახა კალაძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 43 წელს ულოცავს.

"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. 43 წელია ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

უწმინდესსა და უნეტარესს გაწეული ღვაწლისთვის მადლობას ვუხდი, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში." - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და...

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Friday, December 25, 2020