საფრთხე, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას


ტერორისტული საქმიანობა ყოველთვის გამოიყენებოდა, როგორც „ეფექტური“ საშუალება სოციალურ-პოლიტიკური კონფლიქტების გადასაჭრელად, საზოგადოება და მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოსახდენად და ხალხის მანიპულირებისთვის, რაც ძირითადად შიშის გავრცელებით და პანიკის დათესვით მიიღწეოდა.

დროთა განმავლობაში, ტერორისტული ორგანიზაციებიც და მათი საქმიანობის მეთოდები და საშუალებებიც იცვლებოდა, რომელიც მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევებით იყო გამოწვეული.

იმისათვის, რომ ნათლად ავხსნათ რა საფრთხის წინაშე არიან სახელმწიფოები, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ტერორიზმის დეფინია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

სიტყვა ტერორი, ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ძალადობას, შიშს. თუმცა, საყოველთაო დეფინიცია ტერორიზმის დღემდე არ არსებობს, მაგრამ არსებობს ძირითადი წარმოდგენები და კონცეფიები, თუ რა შეიძლება იყოს მიჩნეული ტერორისტულ აქტად. ყველა სახელმწიფო ან ცალკეული ინდივიდი ტერორიზმს სხვადასხვანაირად, საკუთარი აღქმის შესაბამისად განიხილავდა. ის რაც ერთისთვის ტერორს წარმოადგენდა, სხვებისთვის შესაძლოა უბრალოდ სამართლიანობის ბრძოლის გამოხატულება ყოფილიყო. თუმცა, 9/11 ტერაქტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის სახელმწიფოები შეთანხმდენ საყოველთაო ტერორიზმის დეფინიციაზე, რათა ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ ყოფილიყო მარტივი და გასაგები თითოული იმ სახელმწიფოსთვის, რომლებიც ჩართულნი იყვნენ „გლობალურ ომში“. იურიდიულ ლიტერატურაში ტერორიზმი განსაზღვრულია, როგორც ტერორის სისტემატური გამოყენება. ტერმინი „ტერორიზმის“ იურიდიული ძალის მიუხედავად, მისი განსაზღვრება დღევანდელ დღემდე არაერთმნიშვნელოვანია. მისი სინონიმებია -„ძალადობა“, „დაშინება“.

ტერორიზმის ისტორია უძველესი დროიდან იწყება და ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა ხელისუფლებისათვის ბრძოლის ერთ–ერთ ხელსაყრელ ხერხადაც კი.

ტერორს მიმართავდნენ სასახლის გადატრიალებისას, არასასურველი ხელისუფლების ჩამოგდებისას, ინკვიზიციის დროს, განსაკუთრების მძვინვარებდა რევოლუციების განმავლობაში.

მე- XIX საუკუნეში გავრცელებული იყო რევოლუციური ტერორიზმი, რომელიც პოლიტიკური მიზნების მიღწევის ერთადერთ საუკეთესო გზად რევოლუციას მიიჩნევდა და მიზნების მისაღწევად იყნებენდნენ უკიდურესად სასტიკ მეთოდებს, რომელიც ძირითადად დიდგვაროვნების, მმართველებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პირების გატაცება/მკვლელობით სრულდებოდა.

XX საუკუნიდან კი გავრცელდა ტერორიზმის კიდევ ერთი ახალი ფორმა - მემარჯვენე ტერორიზმი, რომელსაც თავდაპირველად იტალიური ფაშისზმის გავრცელებამ შეუწყო ხელი; შემდეგ კი გერმანული ნაცისტური ტერორიზმი, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მუსოლინისა და ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტერორი სახელმწიფო პილიტიკის ნაწილად იქცა, რომელიც ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ იგეგმებოდა და ხორციელდებოდა.

რაც შეეხება, XXI საუკუნეს, ძირითადად გავრცელებულია რელიგიური ტერორიზმი, რომელიც რელოგიურ-ფანატიკოსი წევრებით და ორგანიზაციის ლიდერებით არიან დაკომპლექტებულნი და სისასტიკეს ამჯერად ღმერთის სახელით სჩადიან. მიუხედავად იმისა, რომ ამ საუკუნეში არაერთი დიდი და სასტიკი ტერორისტული აქტები განხოციელებულა, ყველაზე დიდ ტრაგედიად ამერიკის შეერთებულ შტატებში 9/11-ის სახელით ცნობილი ტერორისტული თავდასხმა ითვლება, რომელიც გახდა დასაბამი დაწყებული ბრძოლა თანამედროვე, გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ, რომლიც ინიციატორიც აშშ-ს მთავრობა, ნატო, ევროკავშირი და გაერო იყო.

ავტორი : მარიამ დარბაიძე

საფრთხე, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას