Facebook პოსტები ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების შესახებ


ცნობილი ტელეწამყვანი, მსახიობი და საქართველოს სახალხო არტისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე, გარდაიცვალა.

მისი სახელი და გვარი, საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან უკავშირდება ტელევიზიას, ის საქართველოს ტელევიზიაში მისი დაარსების დღიდან მუშაობდა.

მისი მეუღლე ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაა, წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს, გიორგი გაბუნია რომელიც თავადაც ცნობილი ტელეწამყვანია და დათა.

მის გარდაცვალებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები :

ქართული ტელევიზიის პირველი ტელე წამყვანების ეპოქიდან გამორჩეული ლეგენდარული ჟურნალისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე...

Giorgi Gabunia Data Gabunia ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ თქვენს მწუხარებას(

RIP - ჯეიჰუნ მუჰამედალი

ლეგენდარული ჟურნალისტი, ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. მისი ღვაწლი ძალიან დიდია ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში. ვუსამძიმრებ ჩემს მეგობრებს - გიორგი უშიკიშვილი

Giorgi Gabunia Data Gabunia ვიზიარებ თქვენს დიდ მწუხარებას, ეპოქა ქალი იყო ჯულიეტა, ლეგენდა. ძალიან მეწყინა ეს ამბავი - ინგა გრიგოლია

ჩვენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა.

დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის RIP - ნიკა გვარამია

გაბუს და ქართული ჟურნალისტიკის დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების ამბავი ძალიან სევდიანია. თითქოს ჩვენი ბავშვობის და ჟურნალისტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა. ჩვენი პროფესიის ისტორიაში უკვდავ პერსონად დარჩება ქალბატონი ჯულიეტა - ნანუკა ჟორჟოლიანი