ტრაგედია ცოტა ხნის წინ მოხდა: გაზის გამათბობელი აფეთქდა - არის გარდაცვლილი


ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხანჩალში გაზის გამათბობლის აფეთქების შედეგად 75 წლის ქალი გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გამათბობლის არასწორმა მოხმარებამ გამოიწვია. კერძოდ, როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, უბედური შემთხვევის მიზეზი გათბობის სისტემიდან ცხელი წყლის გამსვლელი დაკეტილი ონკანი გახდა, რამაც რეზერვუარში წნევის დაგროვება და აფეთქება გამოიწვია.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებსა და სამედიცინო ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ქალი შინ მარტო იმყოფებოდა.