ესპანეთი იმ ადამიანების აღრიცხვას იწყებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან


ესპანეთში იწყებენ იმ ადამიანების აღრიცხვას, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას, BBC ავრცელებს. როგორც ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ვირუსის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაა. ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესი უკვე დაიწყო.

რაც გაკეთდება, ეს რეესტრია, რომელიც ევროკავშირის სხვა ქვეყნებს გადაეცემათ. იმ ადამიანების რეესტრი, რომლებსაც ვაქცინაცია შესთავაზეს და მათ უარი თქვეს. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც გასაჯაროვდება. ეს დოკუმენტი მონაცემთა დაცვით გაკეთდება. ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ გაიკეთონ ვაქცინა, რაც, ჩვენი აზრით, შეცდომაა, ეს მათი უფლებაა, განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ადგილობრივი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში სალვადორ ილიამ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში პანდემიამ 50 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.