"დიდია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების" - კალაძე


თბილისის მერი კახა კალაძე კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

"ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, ილია მეორეს დაბადების დღეს.

დიდია ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების, ქვეყნის კეთილდღეობის, მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. მისი მოღვაწეობა სიყვარულის, თავმდაბლობის, სულგრძელობის ნათელი მაგალითია.

ვუსურვებ ერის სულიერ მამას ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ." - წერს კალაძე სოციალურ ქსელში.