კრიშტიანუ რონალდუმ პელეს რეკორდი გააუმჯობესა


კრიშტიანუ რონალდუმ პელეს რეკორდი გააუმჯობესა. იტალიის ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში „უდინეზესთან“ 4:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და პროფესიონალურ კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ ბრაზილიელს გაუსწრო.

ახლა რონალდუს ანგარიშზე 758 ბურთია და მხოლოდ ორ ფეხბურთელს იოზეფ ბისკანს (800) და რომარიოს (772) ჩამორჩება.

„უდინეზესთან“ მატჩში პორტუგალიელმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ თხუთმეტი სეზონიდან თითოეულში მინიმუმ 20 ბურთი გაიტანა.