"ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება" - შალვა ნათელაშვილი ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ტიტულზე


საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის 2020 წლის 31 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერის ტიტული მიენიჭა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ქართველი ხალხის "ფეხებზე დაკიდებაა".

"ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება.ამაშიც ჩვენგან მოპარული მილიონებია გადახდილი.ეტყობა საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი მრჩევლები ყავს. თუმცა მთლად საკვირველიც არაა,სწორედ ასე აჯილდოვებდა პარიზი 90-იან წლებში ცენტრალური აფრიკის დიქტატორ-- იმპერატორ ბოკასას,რომელიც ასევე მათი მოქალაქე იყო და რომელიც შემდგომში------- კაციჭამია გამოდგა პირდაპირი გაგებით.

სანამ ასეთ ჩვენი ერისთვის შეურაცმყოფელ და ტირანის გადასარჩენ გადაწყვეტილებას მიიღებდა ,ბატონ მაკრონს ერჩივნა ეკითხა პუტინისათვის თუ რატომ არ სრულდება 2008 წლის ხელშეკრულება,დადებული საფრანგეთის შუამავლობით,საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაზეც სწორედ პარიზია პასუხისმგებელი." - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

ესაა ქართველი ხალხის ფეხზე დაკიდება.ამაშიც ჩვენგან მოპარული მილიონებია გადახდილი.ეტყობა საფრანგეთის პრეზიდენტს ცუდი...

Posted by Shalva Natelashvili - შალვა ნათელაშვილი on Wednesday, January 6, 2021